ლარის კურსი

ლარი დოლართან მცირედით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 26 თებერვლის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან კვლავ გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა.

დოლართან ლარი 0.18 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურებამ 0.92 თეთრი შეადგინა.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.7928 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0383 ლარი.

თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით ლარი გამყარდა.

დღევანდელი კურსით, ლარი დოლართან 2019 წლის 26 ივნისის შემდეგ ყველაზე მეტად მყარია.

კომენტარები