მარია შარაპოვა

მარია შარაპოვა ჩოგბურთიდან მიდის

მარია შარაპოვა

მარია შარაპოვა ჩოგბურთიდან მიდის - მან ამის შესახებ Vogue-სა და Vanity Fair-ისთვის დაწერილ სტატიაში ისაუბრა.

"ჩოგბურთო - გემშვიდობები", - წერს 32 წლის შარაპოვა.

მარია შარაპოვას კარიერის განმავლობაში 5 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. უკანასკნელად მან 2014 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონატი მოიგო.

რუსი ჩოგბურთელი ბოლოს 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოჩნდა, სადაც ის პირველივე წრეზე გამოვარდა.

კომენტარები