ახალი კორონავირუსი

ინფექციურის დირექტორი: 14 პაციენტზე ჩატარებული ტესტის შედეგები ალბათ იქნება ნეგატიური

0 კომენტარი
მარინე ეზუგბაია

ცოტა ხნის წინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინე ეზუგბაიამ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ კლინიკაში შეყვანილ 14 პაციენტს უკვე ჩაუტარდა ტესტი კორონავირუსზე და შედეგების შესახებ რამდენიმე საათში გვეცოდინება.

მარინე ეზუგბაია განმარტავს, რომ თითოეულ პაციენტზე ტესტის ჩატარება დროში გაიწელა, რადგან "ვინაიდან 14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების შეგროვება ერთდროულად, რადგან ტესტს თითოეულ პირზე აქვს გარკვეული პროტოკოლური შესრულება და დრო".

"დაახლოებით, 2-3 საათი იყო, როდესაც მორჩა ყველა პაციენტზე ტესტების შევსება, აღება და წაღება. აქედან გამომდინარე, ჯერ ვერ დამთავრდა ანალიზის ბოლომდე ჩამთავრება და პასუხები ჯერ არ გვაქვს - ალბათ, 1-2 საათი შეიძლება დაჭირდეს. 

სანერვიულო არაფერი გვაქვს, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, რენტგენოლოგიურად ანთების მაჩვენებლები არ არის, გამორიცხულია პნევმონია, კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არც ერთს არ აქვს, მათი მდგომარეობა არის სტაბილური, სუბიექტურად ჩივილები არ აქვთ, ობიექტურად არანაირი ცვილებები არ ვლინდება. დიდი ალბათობით, ამ შემთხვევებშიც ტესტის შედეგი იქნება ალბათ ნეგატიური. ჩვენ ველოდებით ტესტის შედეგებს", - თქვა მარინე ეზუგბაიამ.

---

ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოს გარშემო ახალი კორონავირუსით სულ 81 191 ადამიანი დაავადდა, აქედან 78 064 შემთხვევა ჩინეთში იყო. ვირუსით სულ 2 768 პირი გარდაიცვალა, აქედან 2 715 კონტინენტურ ჩინეთში. 30 281 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგკორონავირუსი ყველაზე მეტად სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიაში და ირანში არის გავრცელებული. ირანში ახალი კორონავირუსით 139 ადამიანი დაავადდა, ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთ კორეაში 1 261 ადამიანის დაავადება აღირიცხა, გარდაიცვალა 12. იაპონიაში 178 პირი დაავადდა ვირუსით, 2 გარდაიცვალა.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

20 იანვარს ჩინეთში განაცხადეს, რომ ახალი ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. 26 იანვარს ჩინეთის ეროვნული კომისიის მინისტრმა მა სიაოვეიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება ინკუბაციის პერიოდშიც შესაძლებელია, რომელიც 1-დან 14 დღემდე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულ ადამიანს შესაძლოა სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, თუმცა ვირუსის გადამდები იყოს. ჰუბეის პროვინციის წარმომადგენლების თქმით არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ინკუბაციის პერიოდი 14 დღეზე მეტიც იყოს.

ახალი კორონავირუსისთვის თავდაცვითი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს და მისი მართვა სიმპტომურია.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები