კორონავირუსი

განათლების სამინისტრო კორონავირუსზე: სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს

thedailysheeple.com

საქართველოს განათლების სამინისტრო კორონავირუსის გავრცელებას ეხმაურება. სამინისტროს ინფორმაციით, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ- ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები:

• სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით.
• საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება
გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და
ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ.
• ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე
სადეზინფექციო საშუალებებით;
• ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს
სადეზინფექციო საშუალებებით;

• სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს
ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და
კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო
საშუალებების გამოყენებით;
• სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის
შემდეგ.
• მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
• დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების
დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში
(კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები).
• ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები
გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით.
• სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების
წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და
გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა.
• ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის
შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია.
• სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები. • სკოლაში
უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური
ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ.
• სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის
მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე
საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა, გუშინ 26 თებერვალს გამოვლინდა, 

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და სხვა მოქალაქეებთან მას შეხება არ ჰქონია. 

ამ დროითვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 33 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა.

კომენტარები