საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1% შეადგინა.
2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: ტრანსპორტი და მშენებლობა. გაიზარდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებისა და საკვების მიწოდების სექტორები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, მიწოდება, დამამუშავებელი მრეწველობა.
საქსტატის მონაცემებით, 14%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და 6,2 მილიარდი ლარი შეადგინა. 160 მილიონი ლარიდან 172 მილიონ ლარამდე გაიზარდა საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვებაც.
2019 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდამ 5% შეადგინა, მეორე კვარტალში - 4,6%, ხოლო მესამეში - 5,8%.