კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში ინფიცირებულია ცხრა პირი

partner.sciencenorway.no

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში ინფიცირებულია 9 პირი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - stopcov.ge არის განთავსებული. მთავრობის ცნობითვე, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 45.

ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე წუთში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

კომენტარები