კორონავირუსი

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 3858 ადამიანი

Reuters

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა. დილით ეს რიცხვი 107 იყო. ინფიცირებულია 3858 ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელდა 414 პირი.

ოფიციალური მონაცემებით, იტალია მსოფლიოში მესამე ქვეყანაა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთის (80 422) და სამხრეთ კორეის (6 088 შემდეგ). სიკვდილიანობის შემთხვევებით კი, მეორე ადგილზე - ჩინეთის (3013) შემდეგ). ჩრდილოეთ იტალიის რამდენიმე ქალაქში კარანტინია გამოცხადებული, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. გადაიდო არაერთი საჯარო ღონისძიება.

იტალიას მოდევს ირანი - 3513 დაინფიცირებულით და 107 გარდაცვლილით.

საქართველოში 5 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ცხრა ადამიანია ინფიცირებული. აქედან რვა - იტალიაში მოგზაურობდა, ერთი კი - ირანში. საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებენ მოქალაქეებს, აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები მაინც გაემგზავრებიან მაღალი რისკის ქვეყნებში - ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი - მათ ორკვირიანი თვითოზოლაცია უნდა მოახდინონ, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი, ინფექცურ საავადმყოფოს მიმართონ.

კომენტარები