ქალთა მიმართ ძალადობა

ხაშურში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა - დაზიანებები აქვს გულზე, ფილტვზე, ღვიძლზე

0 კომენტარი
ფოტო: thedailybeast.com

5 მარტს, ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას ოპერაცია ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინვე ჩაუტარდა, რის შემდეგაც კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის თმით, ოპერაციის შემდეგ გაგრძელდა სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიებები.

"დღის სამის ნახევარი იქნებოდა, მოიყვანეს ახალგაზრდა გოგო მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობებით. შემავალი ჭრილობები იყო მუცლის ღრუში და გულ-მკერდის არეში, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით - გული, ფილტვი, ღვიძლი. თვითონაც მიხვდებით, რა სიმძიმის ტრავმები იქნებოდა, მათ შორის გულის შემავალი ჭრილობა. ადგილობრივი და მოწვეული ექიმების ადეკვატური და სწრაფი რეაგირების შედეგად გადავარჩინეთ, მათი დამსახურებაა, რომ სიცოცხლის ფუნქციებს ინარჩუნებს", - ამბობს კახა ხელაძე.

მისივე ინფორმაციით, დაჭრილი ქალი შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, დღეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.

ამ კლინიკაში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ქალს კვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება. 

ხაშურში ქალი ყოფილმა ქმარმა გუშინ, 5 მარტს, ქუჩაში დაჭრა. ბრალდებული ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები