კორონავირუსი

მდინარაძე: კორონავირუსთან ბრძოლაში არ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, ასე იქნება ეკონომიკაშიც

ტაბულა

ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო კრონავირუსთან გამკვლავებაში "ტავის სიმაღლეზე დგას" და არც ერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოს არ ჩამორჩება.

"ეკონომიკაშიც ზუსტად ასე იქნება - ქართული სახელმწიფო ამ გამოწვევასაც გაართმევს თავს. რა თქმა უნდა, რაღაც დარტმები ეკონომიკაზე, ბუნებრივია, ნამდვილად იქნება", - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

ევროპული საქართველოს წევრის, დავით ბაქრაძის თქმით, ორი მთავარი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - უმუშევრობა და ფასების გაძვირება, კორონავირუსით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება.  

ბაქრაძის თქმით, მოამზადეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება გადასახადების შემცირებითა და საგადასახადო შეღავათებით.

"ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ჩვენ საშუალებას მივცემთ ბიზნესს, თავიდან აიცილონ სამუშაო ადგილების შემცირება, ადამიანების სახლში გაშვება და ამით შევინარჩუნებით სამუშაო ადგილებს, ხოლო ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირებით შემცირდება, სავარაუდოდ, 8-10 თეთრით ბენზინის ფასი, რაც ასევე, გამოიწვევს ძირითად პროდუქტებზე ფასის შემცირებას და რაღაც პერიოდით მაინც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ძირითადი პროდუქტის გაძვირება", - თქვა ბაქრაძემ. 

5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. 5 პაციენტი გუშინ გამოვლინდა, ისინი მე-4 გამოვლენილი ინფიცირებული პაციენტის კონტაქტები არიან. 

კომენტარები