კორონავირუსი

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1797 ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა - 97

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1797 ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა - 97.

8 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 9 172 შემთხვევაა დადასტურებული. ეს ჩინეთის ( 80 739) შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. იტალიაში დაიღუპა 463 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 724. იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს - ლომბარდიის რეგიონის, ასევე 14 სხვა ცენტრალური და ჩრდილოეთ პროვინციის მაცხოვრებლებს ტერიტორიაზე შესასვლელად ან დასატოვებლად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ზომები ეხება მილანსა და ვენეციასაც. 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 113 000-ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 62 832 პირი, გარდაიცვალა 3 990. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები