ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღება

ყალბის სამხედრო მოწმობის დამზადება-გასაღებისთვის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი სამხედრო მოწმობის დამზადება-გასაღებისთვის ქვემო ქართლის ერთ-ერთი გამგეობის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.

"უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქისთვის დაამზადა და 500 აშშ დოლარად გაასაღა წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო ყალბი მოწმობა", - წერია განცხადებაში. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით წვევამდელის შეუვსებელი მოწმობები, შტამპები და ბეჭდები ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწნებს.

კომენტარები