მსოფლიოშო კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა

WLFI

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,027-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 114,458 შემთხვევა, აქედან 64,270 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთშია, სადაც ახალი კორონავირუსის 80,757 შემთხვევაა აღრიცხული, ხოლო ვირუსით 3,136 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, საყურადღებოა, რომ კორონავირუსით ინფიცირრებისა და გარდაცვალების რიცხვა ჩინეთში საგრძნობლად იკლო.

ამ დროის მონაცემებით, ჩინეთის შემდეგ ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იტალიაში გამოვლინდა. დაინფიცირდა 9,172 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 463. გუშინ, 9 მარტს, იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყანა მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადა.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული​. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, გუშინ, 9 მარტს, 33 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

კომენტარები