ახალი კორონავირუსის შემთხვევა უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია

უახლესი მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში შეაღწია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაშია, სადაც 9 172 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 724 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 463 გარდაიცვალა. იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად 8 მარტს ჩრდილოეთ იტალიაში 16 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს, 10 მარტს კი, კარანტინის ზონად მთელი იტალია გამოცხადდა.

მსოფლიოში ამ ეტაპისთვის ინფიცირების 114 578 შემთხვევაა აღრიცხული. 64 041 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 4 ათასს გადააჭარბა.

კომენტარები