კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

WLFI

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის თქმით, ბავშვი 12 წლის არის და ის საავადმყოფოში იმ ჯგუფის ადამიანებთან ერთად შეიყვანეს, რომლებსაც კოროვანირუსი მეორედ ტესტირებისას დაუდგინდათ და რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

საქართველოში მთლიანობაში კორონავირუსის 23 შემთხვევა არის გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46.

კომენტარები