კორონავირუსი

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

Johns Hopkins Medicine

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.  

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაქრეტინ კოჯას ინფორმაციით, დაინფიცირებული კაცია, რომელმაც ევროპაში იმოგზაურა. მისივე განმარტებით, ოჯახის წევრები მონიტორინგის ქვეშ არიან.  

მინისტრმა თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არ იმოგზაურონ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებელი არ არის. 

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 119 235 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 66 577 ადამიანი, გარდაიცვალა - 4 300.

კომენტარები