სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ა.კ. დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქემ 2 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ
4 200 ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა" - აცხადებს სუს-ი.
გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო