კორონავირუსი

კრიშტიანო რონალდო კუნძულ მადეირაზე, კარანტინში არის გადაყვანილი

0 კომენტარი
კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდო კუნძულ მადერიაზე, კარანტინში არის გადაყვანილი.

35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის კარანტინში გადაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მის თანაგუნდელს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა.

"კრიშტიანო რონალდო არ ვარჯიშობს და კუნძულ მადეირაზე იმყოფება. ის ელოდება თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარებას", - წერია იუვენტუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, იუვენტუსის მთელ გუნდს მომდევნო ორი კვირის გატარება კარანტინში მოუწევს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ დადასტურებულა.

იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის სერია A, კორონავირუსის გავრცელების გამო შეჩერებულია. ქვეყანაში, 12 მარტის მონაცემებით, 12 462 კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არის გამოვლენილი, 827 ადამიანი გარდაიცვალა და 1 045 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები