კორონავირუსი

კორონავირუსის გამო საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა

ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში სპორტული ღონისძიებების ჩატარება შეჩერდა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სპორტულ ორგანიზაციებს რეკომენდაცია მიეცათ, რომ ჯერჯერობით არ ჩაატარონ - სპორტული შეჯიბრებები, მოსამზადებელი შეკრებები, სწავლებები და სემინარები, ყველაფერი რაც ხალხმრავალ ღონისძიებას უკავშირდება და ვირუსის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს.  

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ოფიციალურად შეწყდა:

  • საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები,
  • საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი,
  • ხელბურთელთა ჩემპიონატი,
  • ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.  

საქართველოს მთავრობის და რაგბის კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო - რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში,27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით ოფიციალურად გაუქმდა.

ამასთან, გაუქმდა ან გადაიდო მარტის თვეში სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი არაერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ სპორტსმენებსაც

კომენტარები