კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ეს შემთხვევაც იტალიასთანაა დაკავშირებული, თუმცა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

რაც შეეხება აქამდე დადასტურებულ 24 შემთხვევას, მათგან ორი ირანს, ერთი ესპანეთს, დანარჩენები კი პირდაპირ ან ირიბად იტალიას უკავშირდება. 

12 მარტის, 17:27 მონაცემებით, კარანტინის რეჯიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ - 49. 

კომენტარები