კორონავირუსი

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშები გაურკვეველი დროით გადაიდო

0 კომენტარი
ფოტო: UEFA

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ შემდეგ კვირაში ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშები გაურკვეველი დროის გადაიდო.

"ევროპაში COVID-19-ის გავრცელებისა და სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, UEFA-ს ყველა შეჯიბრის ფარგლებში შემდეგ კვირაში ჩასატარებელი თამაშები გადაიდო.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდება გადადებული თამაშები, შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ იქნება მიღებული", - წერია უეფას განცხადებაში.

გამოდის, რომ 17 და 18 მარტს ჩანიშნული ჩემპიონთა ლიგის თამაშები, ასევ 19 მარტს ჩანიშნული ევროპის ლიგის თამაშები, გაურკვეველი დროით გადაიდო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები