ეკონომიკა

VTB ბანკი მომხმარებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

0 კომენტარი

კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, VTB ბანკი მომხმარებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს თავაზობს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია საუბარი.

საშეღავათო პერიოდი შეეხება ყველა ტიპის სესხს, როგორც ლარში, ასევე, უცხოურ ვალუტაში. ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი პროცედურების გატარებას ბანკი ორშაბათიდან დაიწყებს და მომსახურების მიღება კლიენტებს სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ. 

გთავაზობთ ბანკის განცხადებას უცვლელად:

"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე გთავაზობთ სამთვიან საშეღავათო პერიოდს.

შეღავათი ეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე), როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში.

მომავალი კვირიდან დაიწყება შესაბამისი პროცედურების გატარება და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.

აგრეთვე, ჩვენს მომხმარებლებს გაქვთ შესაძლებლობა საბანკო სერვისი მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით.

ორშაბათიდან, თითეული მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ინდივიდუალურად."

მანამდე იგივე გადაწყვეტილება საქართველოს ბანკმა, თიბისიმ და ლიბერთი ბანკმა მიიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები