ლარის გაუფასურება

სებ-მა $20 მლნ გაყიდა, თუმცა ლარი დოლართან 4.5 თეთრით, ევროსთან 2.7 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა, ლარი ისევ გაუფასურდა - ამჯერად დოლართან მიმართებით 4.48 თეთრით, ხოლო ევროსთან - 2.76 თეთრით.

13 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9942 ლარია, 1 ევროსი კი - 3.3421 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც. 

ბოლო ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 22 თეთრით, ხოლო ევროსთან - 24 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის გაცხადებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობა "მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა". სებ-ში აღნიშნავენ, რომ უწყება იმ შემთხვევაში გადადგამს ნაბიჯებს, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება წნეხი ინფლაციაზე.

პრემიერმინიმისტრი დარწმუნებულია, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შედეგად, ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.

კომენტარები