კარანტინში მყოფი იტალიელები ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ

Daily Mail

ახალი კორონავირუსის გამო იტალია მთლიანად კარანტინის ზონად გამოცხადდა. უკანასკნელი მონაცემებით იტალიაში 15 113 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1016-მდე გაიზარდა.

ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების იტალიაშია. 

კარანტინში მყოფი ადამიანები ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ, ასევე ჩინეთის მოსახლეობამ იტალიის მხარდასაჭერი ვიდეოების სერია ჩაწერა:

ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 137,385 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 69,779 ადამიანი განიკურნა, ხოლო გარდაიცვალა - 5,088.

რაც შეეხება საქართველოს, 13 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 25 ადამიანი.

კომენტარები