კორონავირუსი

დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დღეს, 13 მარტს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.  

ეს ნაბიჯი ფედერალურ მთავრობას აძლევს საშუალებას, საგანგებო სიტუაციისთვის განკუთვნილი თანხები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენოს. ტრამპის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 50 მილიარდი გამოიყოფა.  

ტრამპის ინფოტმაციით, მომავალი კვირიდან ქვეყანაში კორონავირუსის 500 000 ტესტი იქნება, ადგილს, სადაც ტესტის გაკეთება იქნება შესაძლებელი, კვირას დაასახელებენ. მისივე თქმით, ერთ თვეში აშშ-ს 5 მილიონი კორონავირუსის ტესტი ექნება.

ტრამპმა ქვეყანაში ყველა საავადმყოფოს მოუწოდა, გაააქტიურონ საგანგებო მზადყოფნის გეგმა. მისივე თქმით, მთავრობა გუგლთან თანამშრომლობს, რათა შეიქმნას საიტი, სადაც მოქალაქეები გაიგებენ, სად და როგორ შეუძლიათ გაიკეთონ კორონავირუსზე ტესტი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 

აშშ-ში კორონავირუსის 2 053 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 41 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 31. 

კომენტარები