კორონავირუსი

ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS/Sergio Perez

ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კროონავირუსი 5 700 ადამიანს აქვს დადასტურებული. 

ევროპაში, იტალიის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ესპანეთში ფიქსირდება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

გუშინ, 13 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თქვა, რომ ევროპა კორონავირუსით გამოწვეული ოანდემიის ეპიცენტრია. მისი ინფორმაციით, ყოველდღე უფრო მეტი შემთხვევა ვლინდება, ვიდრე ჩინეთში ეპიდემიის დროს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსიტ მსოფლიოში 149 162 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 5 551. გამოჯანმრთელდა 73 709 პირი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები