კორონავირუსი

გახარია: საქართველოს მოქალაქემ პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს, საფუძველი არ არის

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდა. გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს, რადგან, მისივე თქმით, ამის საფუძველი არ არის.

" ჩვენი მხრიდან ჩვენ ავიღებთ იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა და შევასრულებთ. მთლიანად მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით დღევანდელ გამოწვევებთან", - უთხრა გახარიამ მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს.

გახარიას თქმით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს. 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავს თქმით, პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს და შეუფერხებლად მარაგდება.  

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტის შექმნის რისკი არ არსებობს

საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. პრემიერმა საჯარო და კერძო უწყებებს შეძლებისდაგვარად დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა. შეწყვეტილია პირდაპირი ფრენები ირანთან და იტალიასთან. 

 

კომენტარები