საქართველოს საელჩო საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს:

"საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა.

დღეს, ღამის 12 საათიდან იხურება ყველა რესტორანი, კაფე, კინოდარბაზი და ღამის კლუბი, ასევე, სასიცოცხლოდ არააუცილებელი ყველა სხვა დაწესებულება.

არ დაიხურება: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, სიგარეტის მაღაზიები და ბანკები.

მოწოდება მოსახლეობისთვის: მინიმუმამდე შეამცირეთ გადაადგილება, კონტაქტები და სხვადასხვა სახის ოჯახური შეკრებები.

სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები უნდა დარჩნენ შინ, არ უნდა მიიღონ მნახველები, თავი აარიდონ მცირეწლოვნებთან კონტაქტს.

ვირუსის შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პირები ასევე უნდა დარჩნენ სახლებში,

სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში კი, უნდა დარეკოთ ნომერზე: 15.

საჭიროების შემთხვევაში შეგახსენებთ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზის ნომრებს: (+33)783318689, (+33)659988869".

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 838 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, დადასტურებულია 4 499 შემთხვევა. გარდაიცვალა 91 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 12.

კომენტარები