კორონავირუსი

ეზუგბაია: არა, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ეზუგბაიას კითხვა გუდაურში მდებარე რესტორნის, "მთვრალი ალუბლის" Fb-პოსტის გამო დაუსვეს.

"არა, დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან... არ არის ეს სწორი ინფორმაცია. 28 პაციენტი არის ჩვენთან, 5 - სხვა კლინიკებში. მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არ არის" - უპასუხა ეზუგბაიამ.

"მთვრალი ალუბალის" ცნობით, მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩასული 6 ჩეხი ტურისტიდან სამს - კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი გუდაურში ყოფნის პერიოდში კაფეს სტუმრობდნენ. "მთვრალი ალუბალი" აღნიშნავს, რომ დაწესებულება დაიხურა და თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"რესტორანი დაკეტილია, ჩვენი ორი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას. ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას" - წერს რესტორანი.

კომენტარები