კორონავირუსი

კორონავირუსის გამო, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2 კვირით საზღვრებს კეტავს

კორონავირუსის გამო, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. შეზღუდვა 18 მარტის 00:00 საათიდან, ორი კვირის მანძილზე გავრცელდება.

"საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები" - განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, გამონაკლისი ეხება საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს და მათ ოჯახებს. ასევე შერეულ ოჯახებს, როდესაც ერთერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე და არასრულწლოვანი შვილი.

"ჰუმანიტარი მისიით მომავალ პირებს, თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის აუცილებლობა. მე მხედველობაში მაქვს ექიმები, მოხალისეები. სტატუსნეიტრალური პირების, საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების და ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად"- თქვა მინისტრმა. 

საქართველოში კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული.

კომენტარები