კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე ევროპული საქართველოს ინიციატივაზე: ამას მთავრობა ერთობლივად განიხილავს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ჟურნალისტებმა ევროპული საქართველოს ახალი ინიციატივის შესახებ ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად სავალდებულო საპენსიო შენატანი 8 თვით უნდა შეჩერდეს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ინიციატივას მთავრობა ერთობლივად განიხილავს.

"ამას მთავრობა ერთობლივად განიხილავს და შესაბამისი უწყება გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომენტარს," - თქვა ტიკარაძემ. 

ევროპულმა საქართველომ 16 მარტს მთავრობას მიმართა და მოუწოდა, სავალდებულო საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს. 

პარტიის განცხადებით, ამის შედეგად დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მილიონი ლარი დარჩება, რასაც თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარად გამოიყენებენ. 

"მეწარმეებსა და დამსაქმებლებს 83.1 მილიონი ლარი დარჩებათ, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას შეამცირებს. სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მილიონი ლარი, რაც ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარად იქნება საჭირო,"- წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები