საპენსიო ფონდი

კაპანაძე: საპენსიო შენატანის შეჩერებით დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე თანხა დაიზოგება

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე იმ თანხებზე საუბრობს, რომელიც შეიძლება დაიზოგოს საპენსიო ფონდის პროგრამის შეჩერების შემთხვევაში. ევროპულმა საქართველომ ამ პროგრამის 8 თვით შეჩერების ინიციატივით მთავრობას დღეს, 16 მარტს მიმართა.

კაპანაძის თქმით, ამ ინიციატივით დაახლოებით 300 მილიონ ლარამდე იქნება დაზოგილი.

"ამ თანხის დიდი ნაწილი დაახლოებით 80 მილიონ ლარზე მეტი დარჩება დამსაქმებლებს, 100 მილიონ ლარზე მეტი დარჩება დასაქმებულებს ჯიბეში, ხოლო ბიუჯეტს დარჩება დაახლოებით 130 მილიონი ლარი. ეს არის ის თანხები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ადამიანების მიერ მათი ყოველდღიური საჭიროებისთვის, რაც მნშვნელოვანია იმიტომ რომ სავარაუდოდ გვექნება ეკონომიკური კრიზისი ამ ყველაფრის ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ასევე ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხები შეიძლება იყოს მიმართული სხვადასხვა საჭიროებაზე, იქნება ეს ჯანდაცვა თუ სხვა მიმართულება," - ამბობს კაპანაძე. 

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის ერთი გეგმა ევროპულმა საქართველომ 6 მარტს წარადგინა, რაც გადასახადების დაწევას ითვალისწინებდა, თუმცა მთავრობამ მათი ეს ინიციატივა არ გაიზიარა და კონკრეტული სფეროებისთვის საგადასახადო შეღავათები აამოქმედა. 

კომენტარები