კორონავირუსი

"დაიცავით ჰიგიენა, აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან" - მთავრობის SMS მოსახლეობას

საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა.

"დაიცავით პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან, განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია, საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას" - წერია SMS-ში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული. პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება სახელმწიფო საზღვარი. პირველ აპრილამდე შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. დროზე ადრე დაიხურა სამთო-სათხილამურო სეზონი. მთავრობამ ბარ-რესტორნებს მომხმარებლის უშუალო მომსახურების სერვისის შეზღუდვის რეკომენდაცია მისცა. არაერთი დაწესებულება დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

კომენტარები