კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დატოვა

https://metronome.ge/

ინფექციური საავადმყოფო ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ინფორმაცია ტაბულას ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

პაციენტის გამოჯანრთელების შესახებ ინფორმაცია დღეს, 16 მარტს, გახდა ცნობილი. გამოჯანმრთელებული პირი 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პირი რჩება.

კომენტარები