EURO 2020

UEFA-მ ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადადო

კორონავირუსის კრიზისის გამო UEFA-მ 2020 წელს გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2021 წლამდე გადადო.

ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დღეს, 17 მარტს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მიიღო გადაწყვეტილება.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივილისამდე უნდა გამართულიყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე ქალთა ევროპის ჩემპიონატიც იყო დაგეგმილი.

ამჟამად ევროპის მასშტაბით უვადოდაა შეჩერებული ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატები. არ იმართება UEFA-ს ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ტურნირების მატჩებიც.

UEFA-ს კი სურს, ეს შეჯიბრებები განახლდეს და 2020 წლის ზაფხულში დასრულდეს.

კომენტარები