იუვალ ნოა ჰარარი

იუვალ ნოა ჰარარი: პათოგენებთან ომში კაცობრიობა ყოველთვის იმარჯვებს

0 კომენტარი
ფოტო: Time

ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი, იუვალ ნოა ჰარარი ახალი კორონავირუსის პანდემიას ჟურნალ Time-ში დაწერილი სტატიით გამოეხმაურა.

წიგნის "Sapiens: A Brief History of Humankind" ავტორი, სტატიაში COVID-19-ის ვირუსს წარულში მომხდარ პანდემიებს ადარებს და წერს, რომ მათთან შედარებით დღეს არსებული ზიანი დრამატულად დაბალ მაჩვენებელზეა.

გთაზავობთ იუვალ ნოა ჰარარის სტატიას ქართულ ენაზე.

"მრავალი ადამიანი კორონავირუსის ეპიდემიას გლობალიზაციას აბრალებს. მათი აზრით, მომავალში თავის დაცვის ერთადერთი გზა დეგლობალიზაციაა - კედლების აშენება, მოგზაურობის შეზღუდვა, ვაჭრობის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანი კარანტინი ვირუსთან ბრძოლის ეფექტური გზაა, ხანგრძლივი იზოლაცია ეკონომიკურ დესტაბილიზაციისა და ინფექციურ დაავადებებთან დამარცხების ტოლფასია. ეპიდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება არა სეგრეგაცია, არამედ თანამშრომლობაა.

ეპიდემიებმა გლობალიზაციამდე საუკუნეებით ადრე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. მე-14 საუკუნეში თვითმფრინავები და საკრუიზე გემები არ არსებობდა, მიუხედავად ამისა შავი ჭირი ერთ ათწლეულში აღმოსავლეთ აზიიდან დასავლეთ ევროპამდე გავრცელდა და ევრაზიის მოსახლეობის მეოთხედი (75-დან 200 მილიონამდე ადამიანი) შეიწირა, ინგლისში ათიდან ოთხი ადამიანი კვდებოდა და ფლორენციამ მოსახლეობის ნახევარი - 50 000 ადამიანი დაკარგა.

1520 წლის მარტში, ყვავილით ინფიცირებულმა ფრანსისკო დე ეგუიამ მექსიკის სანაპიროზე დადგა ფეხი. იმ დროისთვის ცენტრალურ ამერიკაში არც მატარებლები, არც ავტობუსები, თქვენ წარმოიდგინეთ ვირებიც კი არ იყო. დეკემბრისთვის ყვავილის ეპიდემიამ ცენტრალური ამერიკის მოსახლეობის მესამედი გაწყვიტა.

1918 წელს ესპანურ გრიპი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე თვეში გავრცელდა. ვირუსით ნახევარი მილიარდი, ანუ დედამიწის მოსახლეობის მეოთხედი დაავადა. დაიღუპა ინდოეთის მოსახლეობის 5%, კუნძულ ტაიტის მაცხოვრებლების 14% და სამოას მოსახლეობის 20%. ერთ წელიწადში პანდემიამ 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იმაზე მეტი ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა, რომელიც ოთხი წელი გრძელდებოდა.

1918 წლის შემდეგ საუკუნე გავიდა, კაცობრიობა თითქოს უფრო დაუცველია, გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა და სატრანსპორტო საშუალებები. თანამედროვე მეგაპოლისების მეტროში გაცილებით მარტივად ვრცელდება ვირუსი, ვიდრე შუასაუკუნოვან ფლორენციაში. გლობალური ტრანსპორტი გაცილებით სწრაფია, ვიდრე 1918 წელს. ვირუსს ჯერ ტოკიოში, შემდეგ კი მეხიკოში ჩასასვლელად 24 საათი სჭირდება. 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 21-ე საუკუნეში ეპიდემიების მიერ მოყენებული ზიანი დრამატულად დაბალ მაჩვენებელზე დგას. ქვის ხანიდან მოყოლებულმა ნებისმიერმა ეპიდემიამ მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე შიდსმა ან ებოლამ. ვირუსებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება არა იზოლაცია, არამედ ინფორმაციაა. პათოგენებთან ომში კაცობრიობა ყოველთვის იმარჯვებს, ჩვენი იარაღია ექიმები, რომლებიც ინფორმაციის მეცნიერულ ანალიზს ეყრდნობიან, ვირუსები კი მხოლოდ ბრმა მუტაციების ამარა არიან."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები