WHO: ტესტირება და კვალდაკვალ მიყოლა ყველა ქვეყანაში რეაგირების ხერხემალი უნდა იყოს

ABC

18 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირქტორმა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახალ კორონავირუსზე ტესტირებების ჩატარების და კვალდაკვალ მიყოლის სტრატეგია ყველა ქვეყანაში რეაგირების ხერხემალი უნდა ყოფილიყო - "ეპიდემიის ჩასახშობად და გასაკონტროლებლად ქვეყნებმა უნდა მოახდინონ იზოლაცია, ტესტირება, მკურნალობა და კვალდაკვალ მიყოლა".

"თუ ეს ასე არ იქნება, გადაცემის ჯაჭვები შეიძლება დაბალ დონეზე გაგრძელდეს და შემდეგ, როდესაც ფიზიკური დისტანცირების ზომები მოიხსნება, კვლავ აღდგება," - განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო მკურნალობისა და მედიკამენტების მოძიების დაჩქარების მიზნით, ჯანმო და მისი პარტნიორები მრავალ ქვეყანაში კვლევას აორგანიზებენ, რათა გააანალიზონ და შეადარონ ზოგიერთი ჯერ კიდევ გამოუცდელი წამლები.

"ეს დიდი საერთაშორისო კვლევა არის იმისთვის, რომ შეიქმნას ძლიერი მონაცემები, რათა დავადგინოთ, თუ რომელი მკურნალობაა ყველაზე ეფექტური," - თქვა ტედროსმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი Covid 19-ით ინფიცირების ჯამში 215 516 ფაქტია გამოვლენილი. დაიღუპა 8,891, ხოლო გამოჯანმრთელდა 84,328 ადამიანი.

კომენტარები