კევინ ბეიკონი

კევინ ბეიკონმა სოციალური დისტანცირებისთვის კამპანია დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: Deadline

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა, თვითიზოლაცია და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენა. 

სოციალური დისტანცირებისთვის კევინ ბეიკონმა კამპანია "'6 Degrees'" (6 გრადუსი) წამოიწყო. კამპანიის მიხედვით ადამიანმა უნდა დადოს ინსტაგრამზე ფოტო, რომელშიც გააზიარებს, თუ ვის გამო რჩება სახლში, მაგალითად ფურცელს, რომელიც ბეიკონს ხელში უჭირავს აწერა: "#მევრჩებისახლში კირა სედვიგისთვის". ფოტოს ან ვიდეოს გაზიარებისას ადამიანმა 6 მეგობარი უნდა მონიშნოს, რომელიც იმავეს გააკეთებს. 

"ყველას გვყავს ადამიანი, რომლის გამოც სახლში დარჩენა ღირს." ამბობს ბეიკონი ვიდეოში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები