კორონავირუსი

ზალკალიანი: დავეხმარებით მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირში ყოფნის 90 დღიანი ვადა დაერღვათ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, სამინისტრო ყველა იმ ადამიანს დაეხმარება, ვისაც კორონავირუსის გამო, ევროკავშირში ლეგალურად ყოფნის 90 - დღიანი ვადის დარღვევა მოუწია. 

ზალკალიანის თქმით, სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოები და საელჩოები დაეხმარებიან, რათა გადაუვადდეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადები. 

""ყოველდღიურ, 24-საათიან რეჟიმში ჩვენი საკონსულოები ყველა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვენი მოქალაქეების ზუსტ აღრიცხვას აკეთებენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ხშირად შემოდის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ შენგენის ზონაში და დარღვეული აქვთ დაწესებული, 90-დღიანი რეჟიმი, მათ შეექმნათ პრობლემები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია როგორც ევრო კომისიასთან, ისე ინდივიდუალურად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ევროკომისიამ რეკომენდაციები გასცა ინდივიდუალური წევრი ქვეყნების მიმართ, რომ მიიღონ მათ შესაბამისი ზომები, რათა ამ ადამიანებს, რომლებსაც ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეექმნათ პრობლემა, გადაუვადდეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის ვადები. ამ მიმართულებითაც ჩვენი საკონსულოები და საელჩოები მზად არიან ამ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარონ", - თქვა დავით ზალკალიანმა. 

კომენტარები