კორონავირუსი

საგარეო: სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული

Shutterstock

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული. უწყების ინფორმაციითვე, მათ უმეტესობას კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს.

"მათი დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეეების კონცენტრაცია. თითოეული შემთხვევა მონიტორინგზე აქვს აყვანილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიას. ისინი ყოველდღიურ კავშირზე არიან ჩვენს მოქალაქეებთან და მედიკოსებთან,"- უთხრეს ტაბულას სამინისტროში.

საგარეოში ამბობენ, რომ საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და ყველგან ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 43შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინში არის 1925 ადამიანი.

კომენტარები