სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 136-მდე გაიზარდა

AA Photo

სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 136-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, 16 მარტს, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სპეციალური ზომები შემოიღო და 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო ზომები ძალაში 16 მარს შევიდა და 16 აპრილამდე იმოქმედებს.

20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10 ათასს გადასცდა.ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 245,912-ია, აქედან გამოჯანმრთელდა 88 465 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვვა , სულ დადასტურებულია - 43. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის ვებგვერდზე - Stopgov.ge.

კომენტარები