ლარის კურსი

ბოკერია: რეზერვების ხარჯვა არაფერს უშველის, თუ ეკონომიკური სტრატეგია არ არის ძალაში

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"რეზერვების ხარჯვა არაფერს უშველის თუ არ არის ეკონომიკური სტრატეგია ძალაში," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას და ლარის კურსს ეხმაურება. 

მისი თქმით, რეზერვები გაიხარჯება და კიდევ უფრო მეტი პანიკა იქნება. 

"ამიტომ ვთავაზობთ ჩვენ ევროპული საქართველო უკვე ამდენი ხანია, გადასახადების დაწევას, საპენსიო ე.წ რეჟიმის შეჩერებას მაინც, თუ არა გაუქმებას და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას, ამ უაზრო ხარჯების შემცირებით. ეს არის ერთადერთი გზა, რაც შეანელებს მაინც, ამ დარტყმას. რეზერვების ხარჯვა, უბრალოდ დროში გადაწევს ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში პანიკას დაუმატებს, იმიტომ რომ არ აღმოიფხვრება მიზეზი, იმისა თუ რატომ მიდის საქმე ცუდად,"- ამბობს ბოკერია. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარი გაყიდეს. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე მიიღო. ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.1568 ლარია.

ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად, ევროპულმა საქართველომ მთავრობას რამდენიმე ინიციატივით უკვე მიმართა. მათ შორის იყო გადასახადების შემცირება, მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება და 2019 წელს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული საბანკო რეგულაციების გაუქმება.  

მთავრობამ რეკომენდაციები არ გაითვალიწინა და საკუთარი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები