ლარის გაუფასურება

ლარი ისევ გაუფასურდა - დოლართან 3.12 თეთრით, ევროსთან 1.21 თეთრით

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ერთდღიანი გამყარების შემდეგ ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.12 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი - 1.21 თეთრი.

ამრიგად, ერთი აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 3.1880 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო - 3.4230 ლარი.

ლარი გაუფასურდა ბრინატულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებითაც.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ლარი დოლართან ათ დღეში დაახლოებით 40 თეთრით გაუფასურდა, ეროვნულმა ბანკმა 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა რეზერვებიდან.

კომენტარები