საგანგებო მდგომარეობა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კორონავირუსის გამო საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. 

"ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე"- თქვა ზურაბიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოცხადდა.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს დღეს მიმართა. რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა ნახეთ აქ

კომენტარები