კორონავირუსი

WHO: თუ სახლიდან მუშაობთ, ყოველ 30 წუთში ერთხელ 3 წუთით ადექით და შეისვენეთ, ნუ მოწევთ

Foreign Affairs

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა თავსი Twitter-ის გვერდზე ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის გამო სახლიდან მუშაობდნენ ურჩია, რომ ერთ ადგილას ერთ პოზაში დიდი ხნის განმავლობაში არ მჯდარიყვნენ - "ადექით და ყოველ 30 წუთში ერთხელ 3 წუთით შეისვენეთ".

მან აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანისთვის ცხოვრება დრამატულად იცვლება, თუმცა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის მიხედვა მნიშვნელოვანია.

ჯანმო-ს დირექტორმა რამდენიმე დამატებითი რჩევაც გააზიარა, მათ შორის, ჯანმრთელად კვება, ალკოჰოლის მოხმარების შემცირება, ტკბილი სასმელის თავიდან არიდება.

გებრაიესუსის მნიშვნელოვანი რჩევა იყო, რომ ადამიანებს არ მოეწიათ - "თუ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებით, მოწევას შეუძლია მწვავედ დაავადების რისკი გაზარდოს". 

ჯანმო ზრდასრულ ადამიანებს ურჩევს, რომ დღეში 30 წუთი ივარჯიშონ, ბავშვებს - 1 საათით.

"კრიზისის დროს ნორმალურია, გრძნობდეთ სტრესს, გაურკვევლობასა და შიშს," - ჯანმო-ს რჩევით, ასეთ დროს სანდო ადამიანთან საუბარი შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს.

ჯანმო აცხადებს, რომ თუ ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული მითითებები ამის საშუალებას იძლევა, ადამიანებს შეუძლიათ გარეთ სასეირნოდ გავიდნენ, ატარონ ველოსიპედი და სხვებისგან უსაფრთხოების დისტანცია დაიცვან - "თუ სახლის დატოვება არ შეგიძლიათ, ვარჯიშის ვიდეო იპოვეთ ონლაინ, მუსიკების ფონზე იცეკვეთ, ცოტა იოგა გააკეთეთ ან აიარ-ჩაიარეთ კიბეები".

სხვა რჩევებს შორისაა მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, თამაშების თამაში.

"თუ ეს განერვიულებთ, შეეცადეთ, ბევრი სიახლე არ წაიკითხოთ. ახალ კორონავირუსზე ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ სანდო წყაროებისგან მიიღეთ," - წერს ჯანმო-ს დირექტორი.

მსოფლიოში კორონავირუსი 282 744 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 11 820, გამოჯანმრთელებულია 93 509.

 

კომენტარები