კორონავირუსი

გამყრელიძე: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა

იმედი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა. მისი თქმით, ლუგარის ცენტრში დღეს გახდა ცნობილი ტესტის პასუხები. 

" მას უტარდება სპეციალური სამედიცინო დახმარება. იქ არის მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი, გამოწვეული კორონავირუსული ინფექციით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯგუფი ატარებს ჩაღრმავებულ ეპიდკვლევას, კონტაქტების გამოსავლენად"- თქვა გამყრელიძე და აღნიშნა, რომ ბოლო 5 შემთხვევიდან რომლებიც გამთენიისას დაფიქსირდა, 3 ლუგარის ცენტრში, 1 - ბათუმში და 1 - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. 

კომენტარები