მთავრობის თხოვნიდან 48 საათში პენსიაზე გასული 4500 ბრიტანელი მედდა და ექიმი ჯანდაცვას დაუბრუნდა

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის ცნობით, პენსიაზე გასული 4000 მედდა და 500 ექიმი ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს დაუბრუნდა.

პენსიაზე გასული მედპერსონალი ჯანდაცვის სისტემას მთავრობის თხოვნიდან 48 საათში დაუბრუნდა. იქამდე ბრიტანეთის მთავრობამ კერძო საავადმყოფოებთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისს 20 000-იანი მედპერსონალი და 8 000 საწოლი დაემატა.

"მთელ ქვეყანას სჭირდება ახლა ეროვნული ჯანდაცვის სერვისი და თუ თქვენ პენსიაზე გასული მედდა ან ექიმი ხართ, მაშინ ჯანდაცვის სერვისს თქვენ სჭირდებით," - მიმართა მედიკოსებს ჯანდაცვის მდივანმა.

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 5018 შემთხვევაა გამოვლენილი. 233 პაციენტი გარდაიცვალა, 65 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები