კორონავირუსი საქართველოში

მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჯიმზე გადადის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებოდ შეკრებილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა.

"რაც სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს, დღეიდან, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტრის სხვაობიექტები, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა", - ამბობს გახარია.

პრემიერმინისტრის ცნობით, მუციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენადაა დაშვებული.

გახარიას თქმით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საგანგებო რეჟიმსა და წესრიგს შსს დაიცავს. მისივე თქმით, კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალი".

ცნობისთვის, ქალი, რომელსაც მარნეულში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის მდომარეობაც კრიტიკულია, სწორედ "ჯეო ჰოსპიტალში" იყო მოთავსებული. კლინიკის ტერიტორიაზე, 24 საათის განმავლობაში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა.

დღეს, 22 მარტს, დადასრუტებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთერთი სწორედ მარნეულში დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები