კორონავირუსი

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა, გარდაცვლილია 30 ადამიანი

Shutterstock

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,236-ს მიაღწია, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

თურქეთში Covid 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.

გარდა ამისა, თურქეთმა ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეის და იტალიის შემდეგ, ფრენები შეწყვიტა გერმანიის, ესპანეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ავსტრიის, დანიის, შვედეთის, ბელგიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

კომენტარები