facebook

მარკ ცუკერბერგი: აშშ-ს 720 000 სახის ნიღაბს ვაჩუქებთ, ვმუშაობთ უფრო მეტ შემოწირულობებზე

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანია ამერიკას 720 000 სახის ნიღაბს აჩუქებს.

მარკ ცუკერბერგმა ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე თქმით, მათ სახის ნიღბები იმ შემთხვევისთვის ჰქონდათ შეძენილი, თუ ხანძრები გაგრძელდებოდა.

"ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს სასწრაფოდ სჭირდებათ მეტი დამცავი მექანიზმი. დახმარებისთვის, Facebook-ი რეზერვში არსებულ 720 000 სახის ნიღაბს შეწირავს [ამერიკას], რომლებიც იმ შემთხვევისთვის გვქონდა შეძენილი, თუ ხანძრები გაგრძელდებოდა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მილიონების მოზიდვაზე მეტი შემოწირულობებისთვის. იმედი მაქვს, ყველანი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ხართ!", - წერს ცუკერბერგი.

23 მარტის მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირების 35 079 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გამოჯანრმთელებულია 178 ადამიანი და გარდაცვლილია - 458.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 353 243 ადამიანი არის დაინფიცირებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 605 შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა 15 408 ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები