კორონავირუსი საქართველოში

მარინა ეზუგბაია: დღეს, ალბათ, მე-9 გამოჯანმრთელებულიც დატოვებს ცენტრს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, ახალი კორონავირუსის ინფიცირებისგან გამოჯანმრთელებულმა 8-მა ადამიანმა უკვე დატოვა საავადმყოფო და დღეს, სავარაუდოდ, მე-9 გამოჯანმრთელებულიც დატოვებს. 

"კიდევ ერთი გამოჯანმრთელებულია, უბრალოდ, გუშინ რაღაც შემოწმება სჭირდებოდა მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, მე-9 პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს,"- თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინში 3 320 ადამიანია გადაყვანილი. ამასთან, მარნეული და ბოლნისი სრულად საკარანტინო ზონად გამოცხადდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

კომენტარები